Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ძანიოლომ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

რომას შემტევმა ნიკოლო ძანიოლომ, რომლის გუნდიდან წასვლის შესახებ უკვე დიდი ხანია აქტიურად იწერება, საკუთარ მომავალთან დაკავშრებით კომენტარი გააკეთა.

„მე რომაში თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ ახლა იმის დრო არ არის, რომ მომავალზე ფიქრი დავიწყო, ახლა ჩვენი მიზანი სეზონის საუკეთესოდ დასრულებაა.

„კონტრაქტის თაობაზე გუნდთან ჩემი აგენტი ისაუბრებს, მე ამ თემებზე არ ვფიქრობ.“