Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ძანიოლომ სხვა გუნდებთან მოლაპარაკებები შეწყვიტა და მილანში გადასვლა სურს

მილანი ნიკოლო ძანიოლოს ტრანსფერზე მუშაობას განაგრძობს და როგორც ჩანს, იტალიურმა გრანდმა ფეხბურთელისგან საბოლოო თანხმობა უკვე მიიღო.

ნიკოლო სკირას ცნობით, ნიკოლო ძანიოლოს დავალებით, ფეხბურთელის აგენტმა სხვა დაინტერესებულ გუნდებთან, მათ შორის ტოტენჰემთან მოლაპარაკებები შეაჩერა და მისი პრიორიტეტი კარიერის მილანში გაგრძელებაა.

წყაროს ინფორმაციით, მილანისა და რომას წარმომადგენლები უახლოეს პერიოდში კიდევ ერთხელ შეხვდებიან და ტრანსფერის ფორმულასთან დაკავშირებით საერთო ენის გამონახვას შეეცდებიან.