ძანიოლომ შესაძლოა ინგლისში ტრანსფერზე თანხმობა განაცხადოს
იტალიური მედიის ინფორმაციით, ნიკოლო ძანიოლომ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო საათებში აზრი შეიცვალოს და პრემეირ ლიგაში ტრანსფერზე თანხმობა განაცხადოს.
რომა და ბორნმუთი ფეხბურთელის ტრანსფერის ფორმულასა და პირობებზე უკვე შეთანხმდნენ, თუმცა იტალიელი ფეხბურთელის პრიორიტეტი მილანში გადასვლაა და ჯერჯერობით ინგლისელების წინადადებაზე უარს ამბობს, თუმცა აშკარაა, რომ ნიკოლოს ურთიერთობა მწვრთნელთან და გუნდთან უკიდურესად დაძაბულია და ნაკლებად მოსალოდნელია, რომ მან სეზონის ბოლომდე, რომაში დარჩენის შემთხვევაში, მოედანზე მცირე დრო მაინც მიიღოს.
Sky Sport Italia-ს ცნობით, ნიკოლო პრემიერ ლიგის ვარიანტის მიმართ ისეთივე კატეგორიული აღარ არის და შესაძლოა მან კარიერის ინგლისში გაგრძელებაზე თანხმობა განაცხადოს.