Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ძანიოლოს დაბრუნება გადაიდო…

იტალიური მედიის ინფორმაციით, ნიკოლო ძანიოლოს მოედანზე დაბრუნება 3-4 კვირით გადაიდო და დიდი ალბათობით ის Euro 2020-ს გამოტოვებს.

გუშინ ძანიოლო ავსტრიაში პროფესორ ფინკს ეწვია და მუხლზე გამოკვლევა ჩაიტარა. მისი აღდგენითი პროცესი წარმატებით მიმდინარეობს, მაგრამ Tuttomercato-ს ცნობით, ნაოპერაციებ მუხლში მას 10 პროცენტით ნაკლები ძალა აქვს, ვიდრე მეორეში.

წყაროს ინფორმაციით, ძანიოლო ვარჯიშს რომას პრიმავერასთან ერთად გააგრძელებს, მაგრამ ის მოედანზე დაბრუნებას ჯერჯერობით ვერ მოახერხებს და დიდი ალბათობით ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს.