Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ძანიოლოს დედამ ფეხბურთელის მდგომარეობასა და მის დაბრუნების ვადებზე ისაუბრა

რომას ახალგაზრდა ტალანტის, ნიკოლო ძანიოლოს თქმით, მუხლის უმძიმესი ტრავმის შემდეგ ნიკოლო მინიმუმ მარტამდე იუქმებს.

„ნიკოლო თავს კარგად გრძნობს და ძალიან მოტივირებულია. ის ფიზიოთერაპიის კურსს ყოველდღე გადის და სახლში ორმაგი დატვირთვით ვარჯიშობს.

„მენტალურად ის ახლა უფრო ძლიერია და ვფიქრობ, გამოჯანმრთელებას უფრო მოკლე დროში მოახერხებს, ვიდრე პირველი ტრავმის დროს .

„გუშინ ის იტალიის თამაშს უყურებდა და გუნდს მთელი გულით გულშემატკივრობდა. ის ფეხბურთს მარტში ან აპრილში დაუბრუნდება.“

ძანიოლომ მუხლის ტრავმა სექტემბერში, იტალიის ნაკრებში თამაშის დროს მიიღო. 21 წლის ფეხბურთელმა ანალოგიური ტრავმა იანვარშიც მიიღო, რამაც ფეხბურთს 6 თვით ჩამოაშორა.