ძანიოლოს იუვენტუსში ტრანსფერი დე ლიხტის მომავალზეა დამოკიდებული
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ჯოვანი ალბანეზეს ინფორმაციით, რომას ტალანტის ნიკოლო ძანიოლოს ტრანსფერი იუვენტუსის რიგებში მატაის დე ლიხტზე იქნება დამოკიდებული.
ნიკოლოს ბოლო პერიოდში იუვენტუსს აქტიურად უკავშირებენ, თუმცა წყაროს ცნობით, იტალიელი ფეხბურთელი ამ მომენტისთვის ბიანკონერის პრიორიტეტი არ არის.
ალბანეზეს თქმით, იუვენტუსის მთავარი საზრუნავი ახლა მატაის დე ლიხტის პოტენციური შემცვლელის პოვნაა და ნიკოლოს ტურინში ხილვა რეალური მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება შესაძლებელი, თუ დე ლიხტი ბიანკონერის რიგებს დატოვებს.