Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ძანიოლოს მამა:“ ნიკოლო ძალიან შეშინებულია“

ნიკოლო ძანიოლოს მამამ მისი შვილის მდგომარეობაზე ისაუბრა. 21 წლის ფეხბურთელს გასული სეზონის უდიდესი ნაწილი მარცხენა მუხლის მყესის ტრავმის გამო გაუცდა, 2 დღის წინ კი იგივე ტრავმა მარჯვენა მუხლზეც დაემართა და სავარაუდოთ 6 თვე გაუცდება…

„ნიკოლო ძალიან განიცდი და ნეგატიური აზრები აწუხებს, რაც სრულიად გასაგებია. ის მხოლოდ 21 წლის არის და შიშობს, რომ ისეთ დონეზე თამაშს ვეღარ შეძლებს, როგორსაც აქამდე ახერხებდა.

„ფსიქოლოგიურად, ეს ტრავმა უფრო ძნელი გადასატანია, ვიდრე პირველი და მისი მენტალური მდგომარეობა გამოჯანმრთელების პროცესზეც გავლენას ახდენს…“

Leave a Reply

Your email address will not be published.