Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ძანიოლოს მოედანზე დაბრუნების სავარაუდო თარიღი ცნობილია

იტალიური მედიის ინფორმაციით, ნიკოლო ძანიოლო ჟოზე მოურინიოს განკარგულებაში დაახლოებით 1 თვის შემდეგ დაბრუნდება.

ჯალოროსის იტალიელმა ტალანტმა მხარი კრემონეზესთან მატჩის დროს ამოიგდო, რის გამოც მას მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია.

Sky Sport Italia-ს ცნობით, საბედნიეროდ, ნიკოლოს არანაირი მოტეხილობა არ დაუფიქსირდა, რაც მის თამაშს მინიმუმ 3-4 თვე გამორიცხავდა. 23 წლის შემტევი მოედანს 3-4 კვირში დაუბრუნდება.