ძანიოლოს ტრანსფერისთვის ნიუკასლიც იბრძოლებს
მილანი ნიკოლო ძანიოლოს ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს, თუმცა იტალიურ გრანდს კონკურენციას კიდევ ერთი ინგლისური გუნდი – ნიუკასლი გაუწევს.
როსონერიმ ნიკოლოსთან პირადი კონტრაქტის დეტალები უვკე შეათანხმა და იტალიელის პრიორიტეტი კარიერის მილანში გაგრძელებაა, მაგრამ გუნდები ჯერჯერობით სატრანსფერო ფასსა და ფორმულაზე შეთანხმებას ვერ ახერხებენ, რითიც სხვა დაინტერესებული გუნდები ნიკოლოს გაფორმების შანსს ინარჩუნებენ.
SportItalia-ს ცნობით, ძანიოლოს მიმართ ინტერესი ნიუკასლმაც გამოთქვა, რომელიც რომას ფეხბურთელის 6-თვიანი იჯარით გაფორმებას სთავაზობს, მისი შემდგომში 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ გამოსყიდვის პერსპექტივით, რაც იმ შემთხვევაში, თუ ნიკოლო მატჩების 75 პროცენტში მიიღებს მონაწილეობას, სავალდებულო გახდება.
წყაროს ინფორმაციით, რომა ძანიოლოს მხოლოდ იმ პირობით გაუშვებს, თუ გუნდი თანხას გარანტირებულად მიიღებს, იქნება ეს ახლა, თუ სეზონის ბოლოს…