Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ძანიოლოს ტრანსფერისთვის ბრძოლაში კიდევ ერთი ინგლისური გუნდი ჩაერთო

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანს ნიკოლო ძანიოლოს ტრანსფერში ბორნმუთის სახით კიდევ ერთი კონკურენტი გამოუჩნდა.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ინგლისელებმა რომას იტალიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო შესთავაზეს, რასაც მომავალში გარკვეული ბონუსები დაემატება და შემდგომში ფეხბურთელის გაყიდვის შემთხვევაში, რომა გარკვეულ პროცენტს მიიღებს.

ნიკოლოს პრიორიტეტად კვლავ მილანი რჩება, მაგრამ როსონერი რომასთან საერთო ენის გამონახვას ჯერჯერობით ვერ ახერხებს და არ არის გამორიცხული, ძანიოლომ კარიერის პრემიერ ლიგაში გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღოს.