Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ძანიოლო დისკვალიფიკაციას გადაურჩა, თუმცა დაჯარიმდა

დისციპლინარულმა კომისიამ ნიკოლო ძანიოლოს მხრიდან ლაციოს ქომაგების მიმართ უპატივცემულო საქციელის გამო იტალიელ ფეხბურთელს ფულადი ჯარიმა დააკისრა.

ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ძანიოლოს 2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრებოდა, მაგრამ რომას ქომაგებისთვის საბედნიეროდ ახალგაზრდა ტალანტს არც ერთ მატჩის გამოტოვება არ მოუწევს, მაგრამ მას 10,000 ევროს გადახდა მოუწევს.