Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ძანიოლო:“ ევრო 2020-სთვის მზად ვიქნები“

რომას ახალგაზრდა ტალანტის, ნიკოლო ძანიოლოს თქმით, ის ტრავმას მოიშუშებს და ევროპის ჩემპიონატზე თამაშს შეძლებს.

იტალიელმა ფეხბურთელმა 2020 წელს ორივე მუხლზე უმძიმესი ტრავმა გადაიტანა და ვარაუდობენ, რომ მოედანს მარტში დაუბრუნდება.

„მე არ ვჩქარობ. ტრიგორიას ბაზაზე ყოველდღე მოვდივარ და ბევრს ვმუშაობ. ექიმებმა უფლება მომცეს, რომ დატვირთვა უფრო გამეზარდა და ცოტა ხანში მარჯვენა და მარცხენა ფეხზე იგივე დატვირთვით ვივარჯიშებ.

„მე წინ მთელი კარიერა მაქვს და ორი-სამი მატჩის გამო თავს რისკის ქვეშ ვერ ჩავიგდებ. მე ევროპის ჩემპიონატზე თამაშს ვაპირებ და იმ დროისთვის აუცილებლად დავბრუნდები.

„სკუდეტო ? ჩვენ ტიტულისთვის ბრძოლა შეგვიძლია, სეზონი კარგად დავიწყეთ და ყველაფერი გვაქვს იმისთვის, რომ ბოლომდე ვიბრძოლოთ.

„ჩვენ შესანიშნავი მწვრთნელი გვყავს. ის ერთგულია და თავის სათქმელს ყოველთვის პირდაპირ გეუბნება.

„ვინ მეხმარებოდა ტრავმის დროს ? ტოტი. ტრავმის შემდეგ ის ძალიან ხშირად მნახულობდა და მამშვიდებდა, მეუბნებოდა, რომ აჩქარება საჭირო არ იყო…“