Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ძანიოლო:“ ვამაყობ, რომ აძურის წევრი ვარ“

ნიკოლო ძანიოლომ, რომელიც უმძიმესი ტრავმის გადატანის შემდეგ იტალიის ნაკრებში დაბრუნდა, კომენტარი გააკეთა.

ჯალოროსის ტალანტმა გასულ წლებში მუხლის ჯვარედინი იოგები 2-ჯერ გაიწყვიტა, რის გამოც ევროპის გასულ ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც იტალიის ტრიუმფით დასრულდა, აძურის დახმარება ვერ მოახერხა.

„ტრაბზონსპორთან გატანილი გოლი ? ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. 2 ურთულესი ტრავმის შემდეგ მოედანზე დაბრუნება და გოლის გატანა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია და იმედი მაქვს, რომ მე ბევრი გოლის გატანას მოვახერხებ.

„მეორე ტრავმის გადატანა პირველზე გაცილებით მეტად გამიჭირდა. მე 6-თვიანი სარეაბილიტაციო პროცედურიდან ვბრუნდებოდი და ახლა ყველაფრის ახლიდან დაწყება მიწევდა. მე 1 კვირა ვტიროდი და სიმართლე რომ გითხრათ, დანებებასთან ახლოს ვიყავი.

„თუმცა, მე ჩემს თავში აღმოვაჩინა ძალა, რომლის შესახებ თავადაც არ ვიცოდი. მე გავიზარდე როგორც კაცი, ადამიანი და ფეხბურთელი. ახლა შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ადამიანი ცუდი მოვლენებიდანაც კი ბევრს სწავლობს.“

ძანიოლოსთან ერთად, აძურის რიგებში მოიზე კინი დაბრუნდა, რომელიც უკვე იუვეს ფეხბურთელია.

„ჩვენ ერთმანეთს ძალიან თბილად შევხვდით. მე ის ძალიან მომენატრა, მოიზე ჩემი კარგი მეგობარია.

„ის ძალიან დაკაცდა და გაიზარდა, ახლა თავის მიზნებზე მეტად არის კონცენტრირებული. ჩემს მსგავსად, ისიც ნაკრებში თამაშზე ოცნებობს და ამისთვის ყველაფერს გააკეთებს.

„მე ვამაყობ, რომ რობერტო მანჩინის გუნდის წევრი ვარ და იმედი მაქვს, რომ ტიტულის მოგებას ნაკრებთან ერთად მეც მოვახერხებ.

„მოურინიო ? ის დიდებული, ქარიზმატული მწვრთნელია. მან იცის, თუ როგორ შექმნას გუნდური სული, მას ყველასთან კარგი ურთიერთობა აქვს.

„მე ვიცოდი, რომ ის ასთი იქნებოდა. ადამიანი, რომელიც ბევრს არ ლაპარაკობს და თავის სათქმეს ყველას პირდაპირ ეუბნება. ჩვენ ერთად სერიოზული შედეგების დადება შეგვიძლია.“