Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ძანიოლო:“ მედიაში სულ ჩემ წასვლაზე იწერება, თუმცა მე კიდევ აქ ვარ…“

ევროპა ლიგაზე ჰელსინკისთან მატჩის წინ გამართულ პრეს-კონფერენციაზე კომენტარი რომას იტალიელმა ტალანტმა ნიკოლო ძანიოლომ ისაუბრა, რომელმაც მხრის ტრავმა მოიშუშა და მოედანს უბრუნდება.

„ფეხბურთელისთვის ლაზარეთში ყოფნა ყოველთვის ძალიან რთულია, სამწუხაროდ მე ეს გრძნობა უკვე არაერთხელ გამოვცადე, თუმცა მე მხრის ტრავმა მქონდა, ამიტომ სირბილის და ვარჯიშის საშუალება მეძლეოდა და ვფიქრობ, რომ ფორმის შენარჩუნება მოვახერხე.

„საუბრები ჩემი წასვლის შესახებ ზაფხულში ? მედიაში ამ თემაზე საუბარი ყოველი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდშია, მაგრამ მე აქ ვარ. რომასთან კონტრაქტი კიდევ 18 თვე მაკავშირებს, თუმცა ახლა ამ თემაზე საუბრის დრო არ არის, წინ ჯერ ჰელსინკისთან, შემდეგ კი ატალანტასთან ურთულესი მატჩები გველოდება.

„ჩემი პროგრესი ? მე არაერთხელ მითქვამს, რომ ტრავმებმა მე პროგრესის საშუალება მომცა როგორც კაცს და როგორც ათლეტს. მე ახლა თავს უფრო დაღვინებულად, უფრო მშვიდად ვგრძნობ და ერთადერთი საზრუნავი ყოველთვის მომდევნო მატჩი და მასში გამარჯვებაა.

„მოურინიო ? ის მე საჭირო რჩევებს მაძლევს და მან არაერთხელ მაგრძნობინა, რომ მე მენდობა, რაც ფეხბურთელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.“