Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ძანიოლო მოედანს უბრუნდება

Corriere dello Sport-ის ინფომრაციით, ნიკოლო ძანიოლო ტრიგორიას სავარჯიშო ბაზაზე მსუბუქი დატვირთვით ვარჯიშს უახლოეს დღეებში დაიწყებს.

იტალიელი ფეხბურთელისთვის 2020 წელი უმძიმესი აღმოჩნდა. მან ორივე  მუხლზე უმძიმესი ტრავმა მიიღო და მთელი წელი ფაქტობრივად ლაზარეთში გაატარა.

პირველად მან ტრავმა 12 იანვარს, იუვენტუსის წინააღმდეგ შეხვედრისას მიიღო, მეორე კი 7 სექტემბერს, ერთა ლიგის ეგიდით გამართული მატჩისას, ნიდერლანდების წინააღმდეგ.

იტალიელ ტალანტს მუხლზე ორი ოპერაცია ჩაუტარდა და მისი პირადი ექიმების თქმით, სარეაბილიტაციო პროცესი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და ფეხბურთელს მსუბუქი ვარჯიშების ნება დართეს.

სავარაუდოდ, ძანიოლოს რომას მაისურით მარტში ვიხილავთ.