Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ძანიოლო:“ მოურინიოს გადაწყვეტილებებმა მოტივაცია შემმატეს“

ზორიასთან მატჩის შემდეგ ნიკოლო ძანიოლომ, რომელმაც გოლი გაიტანა და ტამი აბრაჰამს ასისტი გაუკეთა, კომენტარი გააკეთა.

„პოზიციის ცვლილება ? მე შეტევაში მეტ-ნაკლებად ყველგან თამაში შემიძლია, ამიტომ მზად ვარ სადაც მწვრთნელი მიმითითებს, იქ ვითამაშო.

„გასულ ტურში სათადარიგოთა სკამზე დარჩენამ ჩემზე ძალიან იმოქმედა. რა თქმა უნდა, მე მწვრთნელის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, მაგრამ ამან მოტივაცია შემმატა, რომ უფრო მეტი ვიმუშაო და ძირითად შემადგენლობაში ადგილი სწორედ ამ გზით მოვიპოვო.

„მოურინიოსთან მუშაობა ? მან მე მასწავლა, რომ კარგი მატჩის შემდეგაც კი ჩვენგან უფრო მეტი უნდა მოვითხოვოთ და კმაყოფილები არასოდეს ვიყოთ.“