Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ძანიოლო რომასთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს

ნიკოლო ძანიოლო და რომა ახალი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმებასთან ახლოს არიან.

ახალგაზრდა იტალიელის გაფორმება არაერთ გრანდს სურს, თუმცა ნიკოლოს რომაში დარჩენა უნდა და მზად არის, გუნდთან ახალი, გაუმჯობესებული კონტრაქტი გააფორმოს.

ახალი კონტრაქტის მიხედვით, 21 წლის ფეხბურთელი რომაში 2024 წლის ივნისამდე დარჩება და სეზონში მისი გასამრჯელო 3 მილიონი ევრო იქნება.

ნიკოლომ გასულ სეზონში 26 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 6 გოლის გატანა მოახერხა.

Leave a Reply

Your email address will not be published.