Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ძანიოლო:“ უკუთვლა იწყება“

ნიკოლო ძანიოლომ, რომელმაც რამდენიმე საათის წინ მუხლზე ოპერაცია გაიკეთა, ინსტაგრამზე საინტერესო პოსტი გამოაქვეყნა.

„უკუთვლა იწყება! ყველას დიდ მადლობას ვუხდი, ვინც ამ რთულ მომენტში გვერდში დამიდგა და გამამხნევებელი წერილები გამომიგზავნა.

„ძალიან რთული პერიოდი იყო, თუმცა წინა ოპერაციასთან შედარებით ამა უფრო კარგად და გართულებების გარეშე ჩაიარა. დღეიდან მოედანზე დაბრუნებამდე წუთებს დავითვლი.

„ერთი სული მაქვს, როდის მოვირგებ რომას მაისურს და როდის გავახარებ ჩემი საყვარელი გუნდის გულშემატკივარს, Forza Roma!”

Leave a Reply

Your email address will not be published.