Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ძანიოლო:“ უფრო ძლიერი დავბრუნდები“

ნიკოლო ძანიოლომ მიღებული ტრავმის შემდეგ, რომელიც იტალიის ნაკრებში თამაშისას მიიღო, პირველი კომენტარი გააკეთა.

„წინ რთული პერიოდი მელოდება, მე ეს უკვე გამოვიარე და ვიცი, თუმცა ეს იქნება გამოცდილება, რომელიც მომავალში ძალიან გამომადგება.

„დანებებას არ ვაპირებ და ამაზე არც ერთი წამი არ მიფიქრია. ვცდილობ, რომ კარგ ხასიათზე ვიყო და ყველაფერს პოზიტიურად შევხედო. იმედი მაქვს, ოპერაცია კარგად ჩაივლის და მოედანს მალე დავუბრუნდები. დიდ მადლობა ყველა იმ გამამხნევებელი წერილისთვის, რასაც ყოველდღიურად ვიღებ.“

შეგახსენებთ, რომ ძანიოლომ იგივე ტრავმა გასული სეზონის მეორე ნახევარშიც მიიღო და 6 თვე თამაშს ვერ ახერხებდა. ძანიოლო ოპერაციას  ხვალ, ავსტრალიაში გაიკეთებს და მის დაბრუნებას მარტში ან აპრილში ვარაუდობენ.

Leave a Reply

Your email address will not be published.