Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ძანიოლო ფიორენტინასთან მატჩში რომას ვერ დაეხმარება

სერია ა-ს დღევანდელ სათამაშო დღეს ოლიმპიკოზე გასამართი მატჩი დახურავს, რომელშიც ერთმანეთს რომა და ფიორენტინა დაუპირისპირდებიან და ჟოზე მოურინიოს ფლორენციელების წინააღმდეგ ფონს გასვლა ნიკოლო ძანიოლოს გარეშე მოუწევს.

ჯალოროსიმ ფიორენტინასთან მატჩის წინ გუნდის განაცხადი გამოაქვეყნა, რომელშიც ძანიოლო, ვეინალდუმთან და დისკვალიფიცირებულ იბანესთან ერთად, შეყვანილი არ არის.

SportItalia-ს ინფორმაციით, იტალიელ ფეხბურთელს გასტროენტერიტის პრობლემა აქვს, რის გამოც ის თამაშს ვერ შეძლებს.

ძანიოლოს განაცხადში არყოფნა მისი გუნდიდან შესაძლო წასვლის და ტოტენჰემის გააქტიურების ფონზე, რომელსაც იტალიელის გაფორმება მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში სურს, მომდევნო დღეებში იტალიური წყაროების განხილვის თემა აუცილებლად გახდება…