Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ძანიოლო შესაძლოა მკაცრად დაისაჯოს

იტალიური წყაროების ინფორმაციით, რომას ნახევარმცველი ნიკოლო ძანიოლო შესაძლოა რამდენიმე მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯოს.

ამის მიზეზი იტალიელი ფეხბურთელის შეურაწმყოფელი საქციელი გახდა, რომელიც მან ლაციოს ქომაგების მიმართ რომაული დერბის წაგების შემდეგ გააკეთა.

იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ გამოძიება უკვე დაიწყო და Calciomercato-ს ინფორმაციით, ნიკოლოს შესაძლოა 2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯოს.