Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ძაპატას აგენტმა კოლუმბიელის ინტერში შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

რომელუ ლუკაკუ ჩელსის უკვე ოფიციალურად შეუერთდა და ედინ ჯეკოსთან ერთად, ინტერი კიდევ ერთი ფორვარდის ძიებაშია.

ერთ-ერთი პრიორიტეტული სამიზნე ინტერისთვის ატალანტას 30 წლის კოლუმბიელი ფორვარდი დუვან ძაპატა გახლავთ და ფეხბურთელის აგენტმა აღიარა, რომ დუვანი ინტერში გადასვლის წინააღმდეგი არ არის, თუმცა ჯერჯერობით ბენეამატას მათთვის წინადადებით არ მიუმართავთ.

„რა თქმა უნდა, ძაპატა ინტერის ვარიანტით სერიოზულად დაინტერესდებოდა, თუმცა ჯერჯერობით სიახლე არაფერია.

„ჩვენ არც ინტერისგან და არც რომელიმე სხვა გუნდისგან ამ მომენტისთვის წინადადება არ მიგვიღია.“

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, ინტერი ძაპატას სანაცვლოდ 40 მილიონს იხდის, ატალანტას კი 50 მილიონის მიღება სურს…