Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ძაპატა ინტერს უახლოვდება

იტალიური მედიის ინფორმაციით, ედინ ჯეკოსთან ერთად ინტერი ატალანტადან დუვან ძაპატას ტრანსფერზეც მუშაობს და ბოლო საათებში მხარეებს შორის მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი პროგრესი იგრძნობა.

SportMediaset-ის ინფორმაციით, გუნდები ტრანსფერის რამდენიმე ფორმულას განიხილავენ და ყველაზე რეალური 30 წლის ფეხბურთელის იჯარა გახლავთ, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.

რომელუ ლუკაკუმ იტალიაში სამედიცინო შემოწმების პირველი ნაწილი უკვე გაიარა და ის უახლოეს საათებში ლონდონში გაემგზავრება, სადაც ჩელსისთან კონტრაქტს გააფორმებს და ბენეამატა მის სანაცვლოდ 115 მილიონ ევროს მიიღებს.