Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ძენგა:“ ალეგრის გაკრიტიკება სრულიად უადგილოა“

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელის ვალტერ ძენგას აზრით, იუვენტუსის ცუდი შედეგების მიუხედავად მაქს ალეგრის გაკრიტიკება მართებული არ არის.

„მართალია იუვენტუსი მიმდინარე სეზონში არც თუ ისე სტაბილურ და სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ ამის გამო მაქს ალეგრის გაკრიტიკება სრულიად უადგილოა.

„ალეგრი ცდილობს, რომ იმ შემადგენლობით, რომელიც მას ჰყავს, მაქსიმუმი მიიღოს და რა თქმა უნდა, სწორი ფორმულის და სქემის საპოვნელად გარკვეული დრო დასჭირდება.

„ნურც ის დაგავიწყდებათ, რომ იუვენტუსს ტრავმების გამო სერიოზული პრობლემები აქვს.“