Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ძენგა:“ ანტონიო კონტე ინტერს ცუდად მოექცა…“

ინტერის ლეგენდარულმა კარის დარაჯმა ვალტერ ძენგამ ანტონიო კონტეს გადაწყვეტილება დაუწუნა.

„ანტონიო კონტემ ინტერში შესანიშნავ შედეგებს მიაღწია, მაგრამ ის გუნდს ძალიან ცუდად მოექცა. კონტეს გადაწყვეტილება პრობლემებისთვის თავის არიდებას ჰგავდა, რაც ასეთი დონის მწვრთნელს არ შეესაბამება.

„შენ ახლახანს მოიგე ჩემპიონატი, ყველას უყვარხარ, ორგანიზაცია პატივს გცემს და ფეხბურთელები ყველა შენს სიტყვას ითვალისწინებენ, ასეთ დროს გუნდიდან წასვლა იმის გამო, რომ ყველა შენი სატრანსფერო მოთხოვნა არ კმაყოფილდება, არასწორი ნაბიჯი იყო.“