Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ძენგა:“ ასაკის მიუხედავად, დონარუმა აძურის ერთ-ერთი ლიდერია…“

ლეგენდარულმა კარის დარაჯმა ვალტერ ძენგამ ჯიჯო დონარუმას შესახებ ისაუბრა, რომელმაც ბელგიასთან მატჩში არაერთი შესანიშნავი სეივი განახორციელა და გუნდს ნახევარფინალში გასვლაში დაეხმარა.

„ჯიჯო დონარუმა ასაკის მიუხედავად იტალიის ნაკრებს წარმოუდგენელი სიმშვიდის და უსაფრთხოების გრძნობას სძენს. მან კარგად იცის, თუ რა უნდა ცხოვრებაში და ეს მილანი-პსჟ-ს სიტუაციაშიც გამოჩნდა, როდესაც ჯიჯომ გადაწყვეტილება თავად მიიღო და არავის მოუსმინა.

„მე სერია ა-ში დებიუტი 23 წლის ასაკში მქონდა, ის კი ჯერ 22 წლისაა და მილანის მაისურით უკვე 200 შეხვედრა ჩაატარა, რაც უბრალოდ წარმოუდგენელია.

„დონარუმა კიელინის, ბონუჩის, ჟორჟინიოს და ინსინიესთან ერთად, იტალიის ნამდვილი ლიდერია.“