Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ძენგა:“ დონარუმა იუვეში ? რომას გამორიცხვა არ შეიძლება…“

ინტერის ყოფილმა კარის დარაჯმა ვალტერ ძენგამ დონარუამს შესახებ ისაუბრა.

„დონარუმას კარგად ვიცნობ, ის ყოველთვის მშვიდი და თავდაჯერებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა. მას აქვს თვსიება, რომ პრობლემებს ყურადღება არ მიაქციოს და მთელი ყურადღება მოედანზე გადაიტანოს, რაც მან გასული სეზონის მსვლელობისას დაამტკიცა.

„წავა თუ არა ის იუვეში ? იუვენტუსს ჰყავს შესნი, რომლის გაშვებაც ბიანკონერის გაუჭირდება, შესნი და დონარუმა კი ერთად რთული წარმოსადგენია. ვფიქრობ, რომ რომას დავიწყება არ შეიძლება, რადგან ჯალოროსის კიპერი სჭირდება, დონარუმას კი გუნდი…“

გათიშვა