Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ძენგა:“ ინტერი დიდებულ ფორმაშია“

ინტერის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ვალტერ ძენგამ რომასთან მატჩი შეაფასა.

„ინტერი ძალიან კარგ ფიზიკურ და მენტალურ ფორმაშია. გუნდი სეზონის სტარტიდან ძალიან კარგად თამაშობს და რაც ყველაზე მთავარია, ისინი დროის გასვლასთან ერთად უფრო უმატებენ.

„მოედანზე თითოეულმა ფეხბურთელმა იცის, თუ რა უნდა გააკეთოს და რას ელოდება მწვრთნელი მისგან. ვფიქრობ, რომ ამ ინტერს როგორც სერია ა-ში, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე დიდი პოტენციალი აქვს.“