Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ძენგა:“ ინტერმა კონტე უნდა შეინარჩუნოს“

ინტერის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ვალტერ ძენგამ ნერაძურის ანტონიო კონტეს შენარჩუნება ურჩია და იუვენტუსთან მატჩზე კომენტარი გააკეთა.

„არ ვიცი, დარჩება თუ არა კონტე ინტერში. კონტე და გუნდის პრეზიდენტი გასული ზაფხულის მსგავსად ერთმანეთს უახლოეს დღეებში შეხვდებიან და ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რომელიც ორივე მხარისთვის მისაღები იქნება.

„ვფიქრობ, რომ ინტერისთვის ანტონიო კონტეს დარჩენა საუკეთესო გამოსავალი იქნება, მაგრამ თანამშრომლობის გაგრძელება ორივე მხარეს თანაბრად უნდა სურდეს.

„იუვესთან მატჩი ? მსაჯების შეცდომების გამო ორივე გუნდი დაისაჯა. ინტერმა კარგი პირველი ნახევარი ვერ ჩაატარა, მაგრამ მეორე ტაიმში, როდესაც იუვენტუსი 10 კაცით დარჩა, ნერაძური დომინირებდა და ბევრი საგოლე მომენტიც შექმნა.

„მოურინიო რომაში ? ასეთი გამორჩეული ფიგურის მოსვლა ჩვენს ლიგაში არა მხოლოდ რომას, არამედ მთელს სერია ა-ს წაადგება.“