Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ძენგა:“ ლუკაკუ სივრცეებს უკეთ იყენებდა, ჯეკო კი უფრო გუნდური მოთამაშეა“

ინტერის ლეგენდარულმა კარის დარაჯმა ვალტერ ძენგამ რომელუ ლუკაკუსა და ედინ ჯეკოს შორის სხვაობაზე ისაუბრა.

„ედინ ჯეკო და რომელუ ლუკაკუ რადიკალურად განსხვავებული ფეხბურთელები არიან. რომელუ ლუკაკუსთან ერთად, ნერაძური კონტრ-შეტევებზე გაცილებით სახიფათო იყო, რადგან ბელგიელი თავისუფალ სივრცეებს გაცილებით უკეთ იყენებდა, ჯეკოს კი სხვა უპირატესობები აქვს.

„ჯეკო უფრო მშრომელი, გუნდური მოთამაშეა, რომელიც შავი სამუშაოს შესრულებასაც არ ერიდება და ნერაძურის მისი გამოყენებით კარგი კომბინაციების შექმნა შეუძლია. ვფიქრობ, რომ ჯეკოს ლუკაკუს შედეგების განმეორება შეუძლია და ინტერი კვლავ სკუდეტოს მოპოვების ფავორიტია.“