Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ძოლა:“იუვენტუსის გადაწყვეტილებამ გამაკვირვა“

ჯანფრანკო ძოლა იუვენტუსის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ანდრეა პირლოს დანიშვნას გამოეხმაურა და განაცხადა,რომ ეს ბიანკონერის ხელმძღვანელობისგან ძალიან თამამი ნაბიჯია.

„სიმართლე რომ გითხრათ,ამ გადაწყვეტილებას საერთოდ არ მოველოდი.თუ ეს გადაწყვეტილება იმუშავებს,გუნდის ისტორიაში ძალიან დიდ წარმატებად შევა.იუვენტუსის მწვრთნელობა ადვილი სამუშაო არ არის,რადგან ტურინში ყველაზე და ყველაფერზე მაღლა გამარჯვება დგას.

„ეს ძალიან სარისკო გადაწყვეტილებაა და პირლოს გუნდის ხელმძღვანელობის გვერდში დგომა აუცილებლად დასჭირდება.მას ძალიან გაუჭირდება,თუმცა ვფიქრობ,რომ პირლოს ყველაფერი აქვს იმისთვის,რომ წარმატებული მწვრთნელი გახდეს.

„პირლოს იუვეს ზოგიერთ ფეხბურთელთან ნათამაშები აქვს,თუმცა ანდრეამ ყველას უნდა გააგებინოს,რომ ახლა უკვე ის მწვრთნელია და გუნდისგნა სათანადო პატივისცემა უნდა მოითხოვოს.“

Leave a Reply

Your email address will not be published.