Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ძოლა:“ ინტერი სკუდეტოს მოპოვების ფავორიტია“

ჯანფრანკო ძოლამ Gazzetta dello Sport-თან საუბრისას მომდევნო სეზონში სკუდეტოს მოპოვების ფავორიტი დაასახელა.

„წინ ძალიან საინტერესო და დაძაბული ჩემპიონატი გველოდება, რადგან ბოლო პერიოდში იტალიური გრანდები ძალიან განვითარდნენ.

„ვფიქრობ, რომ ფავორიტი კვლავ ინტერია, მე სკუდეტოს მფლობელებს ყოველთვის ფავორიტად მივიჩნევ, მაგრამ მილანი, იუვე, ნაპოლი და ატალანტა აუცილებლად იბრძოლებენ.

„რომა და ლაციოც იქვე არიან, თუმცა დედაქალაქური გუნდები უფრო ოთხეულისთვის იბრძოლებენ, ვიდრე სკუდეტოსთვის.

„იუვეში მაქს ალეგრის დაბრუნების შემდებ ბიანკონერი მნიშვნელოვნად გაძლიერდა, რადგან მაქსი შესანიშნავი სპეციალისტია და იცის, თუ როგორ მიიღოს მაქსიმუმი ფეხბურთელებისგან.“