Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ძოლა:“ იუვენტუსმა სწორი არჩევანი გააკეთა“

ჯანფრაკო ძოლამ იუვენტუსიდან მაურიციო სარის წასვლის და მის მაგივრად ანდრეა პირლოს დანიშვნის შესახებ ისაუბრა.

ყოფილი იტალიელი ფეხბურთელი  2018/19 წლებში ჩელსიში სარის ასისტენტად მუშაობდა, შემდეგ კი სხვადასხვა გუნდებში მთავარი მწვრთნელი იყო.

„პირლო ახლა ძალიან რთულ მდგომარეობაშია. როდესაც ვესტ ჰემი ჩავიბარე, მწვრთნელობის არანაირი გამოცდილება არ მქონდა, თუმცა ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანზე, რომელიც ნამდვილი ჩემპიონია და ფეხბურთის უდიდესი ცოდნა გააჩნია.

„პირლოს დანიშვნა ძალიან ისეთი ამბიციური გუნდისთვის, როგორიც იუვენტუსია, ძალიან სარისკო სვლა იყო, რადგან მას დროს არავინ მისცემს, იუვესგან ყველა გამარჯვებას ითხოვს, თუმცა ამავედროს ჩემი აზრით ეს სწორი გადაწყვეტილება იყო.

„სარის გამო ძალიან ვწუხვარ, ჩვენ ერთად ჩელსიში ვმუშაობდით და მისგან ბევრი რამ ვისწავლე.

„ჩვენ იუვენტუსზე ვისაუბრეთ და მან მითხრა, რომ იუვენტუსში მხოლოდ გამარჯვება საკმარისი არ არის, იქ სრულყოფილებას ითხოვენ და იმედი მაქვს, მაესტრო ამას მოახერხებს.“

Leave a Reply

Your email address will not be published.