Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ძოლა:“ ნაპოლი-იუვე ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია, კვარაცხელია დი მარიას ჰგავს“

ჯანფრანკო ძოლამ Gazzetta dello Sport-თან ნაპოლი-იუვენტუსის მატჩის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ეს ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა, მაგრამ არა გადამწყვეტი, რადგან წინ ძალიან ბევრი ტურია დარჩენილი და არავინ იცის, რა მოხდება.

„ვფიქრობ, რომ ზედმეტ რისკზე არც ერთი გუნდი არ წავა და ქულის მოპოვებაზე უარს არ იტყვიან, ეს შედეგი ორივე გუნდისთვის დამაკმაყოფილებელი იქნება.

„ამ შეხვედრაში ძალიან დიდი მნიშვნელობა ნახევარდაცვაში გამართულ ბრძოლას ექნება. მე ლობოტკასა და ანგისასგან დიდი მოლოდინები მაქვს.

„კვარა ? ის, როგორც დი მარია, ვინგერია, მაგრამ ამავდროულად ათიანის თვისებები აქვს, მისი კრეატიულობა და შორეული დარტყმები ასეთ შეხვედრებში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

„ალეგრის კრიტიკა არც თუ ისე სანახაობრივი ფეხბურთის გამო ? მე ბევრი მწვრთნელი მინახავს, რომლებიც თავიანთ გუნდებს ძალიან ლამაზ ფეხბურს ათამაშებენ, მაგრამ საბოლოო ჯამში ტიტულების მოგებას ვერ ახერხებენ. მთავარი ყოველთვის სატურნირო ცხრილი და მოპოვებული ტიტულებია, სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანი.“