Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ძოლა:“ სარი რომასთვის იდეალური მწვრთნელია“

ჯანფრანკო ძოლა მაურიციო სარის რომაში შესაძლო მისვლას გამოეხმაურა და ჯალოროსის მანჩესტერთან მატცხზეც ისაუბრა.

ფონსეკა სეზონის ბოლოს რომას დიდი ალბათობით დატოვებს და მისი შეცვლის მთავარი კანდიდატი მაურიციო სარი გახლავთ.

„რომას მარცხი მანჩესტერთან ? ინგლისურ და იტალიურ ფეხბურთს შორის განსხვავება არსებობს, მაგრამ არა ისეთი, როგორიც ჩვენ ხუთშაბათს ვნახეთ.

„რომამ პირველ ტაიმში ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ მეორე ტაიმში დაცვაში დაშვებული შეცდომების გამო დაისაჯა. მანჩესტერ იუნაიტედი, სიტის შემდეგ, ინგლისში საუკეთესო შეტევის მქონე გუნდია და ისინი შეცდომებს არავის პატიობენ, პენალტის ეპიზოდში კი ნათელია, რომ მსაჯი შეცდა.

„იტალიური ფეხბურთი ბოლო წლებში ძალიან განვითარდა და ბრძოლისუნარიანი გახდა. მეორე ეშელონის გუნდებიც კი თანამედროვე და ლამაზ ფეხბურთს თამაშობენ და ბოლო წლებში შექმნის სხვაობას პრემიერ ლიგასთან აშკარად ამცირებს.

„პრემიერ ლიგა ყველაზე მდიდარი ჩემპიონატია და ფინანსური უპირატესობა მოედანზე აშკარად ჩანს, ამას ვერსად გავექცევით.

„სარი რომას თავკაცად ? მაურიციო ძალიან კარგი სპეციალისტია და ვფიქრობ, რომ ის რომასთვის იდეალური კანდიდატია. ნაპოლიში, ჩელსიში და იუვენტუსში მას ძალიან დიდი გამოცდილება დაუგროვდა და რომას პროექტს ის კარგად გაუძღვება.“

გათიშვა