Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ძოლა:“ ჩელსი იუვენტუსს უნდა უფრთხილდეს, ოსიმენი ლუკაკუს მაგონებს“

ჩელსის ყოფილმა ფორვარდმა ჯანფრანკო ძოლამ ჩემპიონთა ლიგაზე იუვენტუსთან მატჩზე და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„ტუხელი ძალიან ჭკვიანი მწვრთნელია და მან იცის, რომ ტურინელების დაუფასებლობა შეიძლება ძალიან ძვირად დაუჯდეს. მართალია ბიანკონერის არც თუ ისე კარგი სტარტი აქვს, მაგრამ მილანთან ჩატარებულმა პირველმა ტაიმმა მათი რეალური ძალა ყველას დაანახა, ამიტომ ჩელსი იუვენტუსს უნდა უფრთხილდეს.“

ძოალმ, რომელმაც ნაპოლის რიგებში ჩატარებულ 136 მატჩში 36 გოლის გატანა მოახერხა, პარტენოპეის შესახებაც ისაუბრა.

„ნაპოლი ყველა პოზიციაზე ძალიან ძლიერია. მათ ჰყავთ ოსიმენი, ინსინიე, პოლიტანო, ხარისხიანი ნახევარდაცვა და სოლიდური დაცვა კულიბალის მეთაურობით, რასაც ორი ძალიან მაღალი დონის კარის დარაჯი ემატება.

„მე ოსიმენის შესახებ ნაპოლიში მისვლამდე არაფერი ვიცოდი და მისმა ტალანტმა ძალიან გამარკვირვა. მისი მოძრაობა, ათლეტურობა და სისწრაფე ძალიან მაღალ დონეზეა, ის რომელუ ლუკაკუს მაგონებს და იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა, მას განვითარება კიდევ შეუძლია.“