Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ძოფი:“ აძურის ახალი ეპოქის შექმნა შეუძლია“

დინო ძოფმა ევროპის ჩემპიონატი შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ აძურისთვის ეს ახალი ეპოქის დასაწყისი იქნება.

„ჩვენ ფინალში ძლიერი, ლამაზი და ერთიანი იტალია ვნახეთ, რომელმაც ტიტულის აღმართვა სრულიად დაიმსახურა. ჩვენ ინგლისს აშკარად ვაჯობეთ, რის გამოც რობერტო მანჩინის უდიდესი მადლობა ეკუთვნის.

„ასევე მინდა მივულოცო ჯიჯოს, რომელიც დიდებული მეკარეა და მას წინ ძალიან ბევრი გამარჯვება ელოდება.

„ჩვენ ინგლისის გოლზე ძალიან ძლიერი რეაგირება მოვახდინეთ და ინგლისი საკუთარ მოედანზე დავამარცხეთ, რაც ჩვენს ძლიერ მხარეებს კიდევ ერთხელ გამოხატავს. იმედი მაქვს, რომ ეს გამარჯვება ახალი ეპოქის დასაწყისი იქნება და ისეთივე წარმატებული სვლის საწინდარი, როგორიც საფრანგეთსა და ესპანეთს ჰქონდათ.“