Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ძოფი:“ ბელგია იტალიას დიდ პრობლემებს ვერ შეუქმნის“

ლეგენდარული დინო ძოფის აზრით, იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ბელგიის ბარიერს მარტივად გადალახავს.

მხარეებს შორის მეოთხედფინალურ ეტაპზე დაპირისპირება 2 ივლისს, გერმანიაში გაიმართება.

„ჩემი აზრით, იტალიას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ფინალში თამაში მოახერხოს.

„სიმართლე რომ გითხრათ არ მგონია, რომ ბელგიის ნაკრები აძურის დიდ პრობლემებს შეუქმნის და ვფიქრობ, რომ იტალიისთვის პორტუგალია უფრო რთული მოწინააღმდეგე იქნებოდა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იტალიამ დაცვაში პროდუქტიული თამაში გააგრძელოს და გოლები არ გაუშვას, ეს გუნდის თავდაჯერებულობას ზრდის.

„იტალიას ევროპის ჩემპიონატზე ერთ-ერთი ყველაზე კარგი შემადგენლობა ჰყავს, მანჩინის შეუძლია, რომ ხშირ როტაციას მიმართოს, მაგრამ ხარისხი იგივე დარჩეს, რაც ასეთ ტურნირებზე ძალიან მნიშვნელოვანია და მანჩინიმ ეს კარგად იცის.“