Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ძოფი:“ დონარუმამ გაუგებარი გადაწყვეტილება მიიღო…“

ლეგენდარულმა დინო ძოფმა ჯიჯო დონარუმას სიტუაციაზე კომენტარი გააკეთა.

„სიმართლე რომ გითხრათ, ჯიჯო დონარუმას ქცევა ჩემთვის გაუგებარია. ასეთი ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც მილანის რიგებში უკვე 250 მატჩი ითამაშა, ასეთ დროს გუნდს არ უნდა ტოვებდეს.

„ყველამ კარგად იცის, თუ როგორ უყვარს ჯიჯოს მილანი და როგორც იქნა, მისი დახმარებით გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნდა, მისი გუნდიდან ახლა წასვლა ყველა ლოგიკას არის მოკლებული და არ მგონია, რომ მან ეს გადაწყვეტილება ეკონომიკური თვალსაზრისით მიიღო.“

გათიშვა