Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ძოფი:“ დონარუმა მსოფლიოში საუკეთესო კიპერია…“

ლეგენდარულმა იტალიელმა კარის დარაჯმა დინო ძოფმა ევროპის ჩემპიონატზე ჯიჯო დონარუმას ასპარეზობა შეაფასა და განაცხადა, რომ ის მსოფლიოში საუკეთესო მეკარეა.

„დონარუმას შესანიშნავი ჩემპიონატი აქვს. მას ყოველთვის ეტყობოდა, რომ წარმოუდგენელი მახასიათებლები ჰქონდა, მაგრამ ახლა ჯიჯოს დაუგროვდა ის გამოცდილება, რომელსაც მეკარე სულ სხვა დონეზე აჰყავს და ჩემი აზრით ის ახლა საუკეთესო კიპერია, რომელსაც შეუძლია, რომ ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გახდეს.

„სიმართლე რომ გითხრათ, მისმა გადაწყვეტილებამ მილანიდან წასვლის შესახებ გამაკვირვა, რადგან ვერ ვხვდები რა უნდა მიიღოს მან პსჟ-ში, რაც მილანში არ ჰქონდა, მაგრამ ჩვენ ყველას გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ.“