Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ძოფი:“ დონარუმა ? 22 წლის ასაკში ფული მთავარი მოტივაცია არ უნდა იყოს“

ლეგენდარული დინო ძოფის თქმით, ის მოხარული იქნება, თუ ჯიჯო დონარუმა მის რეკორდს გააუმჯობესებს. ძოფმა, რომელმაც აძურისთან ერთად 1968 წელს ევროპის, 1982 წელს კი მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, ზედიზედ 1143 წუთი ნაკრებში გოლი არ გაუშვა და ის ამ მაჩვენებლით რეკორდსმენია.

დონარუმა თურქეთის ნაკრებთან ძირითად შემადგენლობაში გახლდათ და კარის მშრალად შენახვა ზედიზედ მე-7 შეხვედრაში მოახერხა.

„თუ ჩემი რეკორდი მოიხსნება, მე ბედნიერი ვიქნები, რადგან ეს იმის გარანტი იქნება, რომ იტალიის ნაკრები Wembley-ზე ითამაშებს.

„თუმცა დონარუმამ გოლი რომც გაუშვას, ეს ბევრს არაფერს შეცვლის, რადგან აძურის წარმატების მისაღწევად ყველაფერ იაქვს.

„იტალიამ გახსნით მატჩში შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ ზედმეტად ზეიმი არ ღირს, რადგან თურქეთის ნაკრებმა საშინელი შეხვედრა ჩაატარა.

„ისინი მთელი შეხვედრის განმავლობაში უიმედო გრძელ პასებს აკეთებდნენ, რაც იტალიისთვის მარტივი მოსაგერიებელი იყო.

„იტალიას ეყოლება მეტოქეები, რომლებიც როგორც ბურთის დაჭერაში, ასევე კონტრ-შეტევებზე გაცილებით საშიშები იქნებიან, ამიტომ ერთი თამაშით ზედმეტად კმაყოფილები არ უნდა ვიყოთ.

„დონარუმას პსჟ-ში ტრანსფერი ? ყველა ადამიანს აქვს უფლება, რომ საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება თავადვე მიიღოს, თუმცა მე მისი გადაწყვეტილება არ მესმის, რადგან მილანიდან პსჟ-ში გადასვლას კარიერულ წინსვლას ვერ დავარქმევ. შესაძლოა მან ეს მეტი ფულისთვის გააკეთა, მაგრამ 22 წლის ასაკში ფული მთავარი მოტივაცია არ უნდა იყოს.“