Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ძოფი:“ ინტერი გამოკვეთილი ფავორიტია, თუმცა…“

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა დინო ძოფმა სკუდეტოსთვის გამართულ ბრძოლაზე ისაუბრა.

„სერია ა-ს პირველი წრის შემდეგ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ინტერი დღეისათვის იტალიაში ყველაზე ძლიერი გუნდია.

„ნერაძური ყველაზე ორგანიზებულ, დომინანტ ფეხბურთს თამაშობს და რთულად გასახსენებელია, რომ მათ თამაშის ხარისხი რომელიმე მატჩში შეემცირებინათ.

„რა თქმა უნდა, ნერაძური გამოკვეთილი ფავორიტია, მაგრამ პანდემიის გამო, ყველაფერი ძალიან მარტივად შესაძლოა შეიცვალოს, რადგან მწვრთნელმა არასოდეს არ იცის, რა შემადგენლობით მოწევს მომდევნო ტურში თამაში, მილანი კი მათ კვალდაკვალ მიყვება და სწორედ ამიტომ, ჯერჯერობით იმის თქმა, რომ სკუდეტო უკვე ინტერის ხელშია, ძალიან ადრეა.“