Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ძოფი:“ ინტერი სოლიდური გუნდი და სერია ა-ს მოგების მთავარი ფავორიტია”

ლეგენდარულმა დინო ძოფმა ანდრეა პირლოზე ისაუბრა და ინტერის სკუდეტოს მოპოვების შანსები შეაფასა.

„ანდრეას კარგად ვიცნობ. მასთან ერთად მუშაობა არ მომიწია, თუმცა მისი ტალანტი და საფეხბურთო ცოდნა ყველასთვის კარგად ნაცნობია. მას გუნდისგან უდიდესი მხარდაჭერა აქვს და შესანიშნავი შემადგენლობა ჰყავს.

„იუვენტუსის ერთადერთი პრობლემა მოტივაციაა, რადგან ზედიზედ 9 მოგებული სკუდეტოს შემდეგ, გამარჯვების წყურვილის შენარჩუნება ძალიან ძნელია, მაგრამ იუვე სეზონს მე-2 ადგილის სურვილით არასოდეს იწყებს.

„ჩემი აზრით, სკუდეტოს მოპოვების მთავარი კანდიდატი, მიუხედავად არც თუ ისე კარგი სტარტისა, კვლავ ინტერი რჩება. ანტონიო კონტეს სოლიდური გუნდი ჰყავს და მას შემდეგ, რაც ისინი დაცვაში თამაშს დააბალანსებენ, ინტერი ძალიან ძლიერი გუნდი გახდება.“