Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ძოფი:“ მარადონა მეკარეებისთვის მოუგვარებელი პრობლემა იყო“

ლეგენდარულმა იტალიელმა კიპერმა, დინო ძოფმა დიეგო არმანდო მარადონას შესახებ ისაუბრა.

„მარადონა ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი და უდიდესი არტისტი იყო. მე ასეთ ფეხბურთელებს ყოველთვის არტისტებს ვადარებ, რადგან ისინი მოედანზე შედევრს ქმნიან. ჩემი, როგორც მეკარის დავალება იყო, რომ მათთვის ხელი შემეშალა, თუმცა მარადონას წინააღმდეგ თამაში უბრალოდ შეუძლებელი გახლდათ.

„შესაძლოა პელე უბრო სრულყოფილი ფეხბურთელი იყო, მაგრამ მას ისეთივე კრეატივი არ ჰქონდა, როგორიც მარადონას. პელე დიდებული იყო, მაგრამ მარადონა მოედანზე ხელოვნების შედევრს ქმნიდა.

„ჩემი მეგობარი ლუჩიანი კასტელინი, რომელიც ნაპოლიში მარადონას თანაგუნდელი იყო მეუბნებოდა, რომ ის ვარჯიშებზეც კი ისეთ რაღაცეებს აკეთებდა, რაც ჩვეულებრივი მოკვდავისთვის წარმოუდგენელი იყო.

„თანაგუნდელებს ის ძალიან უყვარდა, რადგან მისი მოედანზე ყოფნა ყველას თავდაჯერებულობას მატებდა. მათ იცოდნენ, რომ თამაში არავის რომ არ წასვლოდა, მარადონა თამაშს მაინც მოიგებდა.“