ძოფი:“ მენიომ მილანის ქომაგებს დონარუმა დაავიწყა…“
ლეგენდარულმა იტალიელმა კარის დარაჯმა დინო ძოფმა მილანის კიპერის მაიკ მენიოს თაობაზე ისაუბრა და მის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
„მენიო დიდებული კიპერია, რომლის შესახებაც მილანში გადმოსვლამდე არაფერი ვიცოდი და მისმა თამაშმა სასიამოვნოდ გამაკვირვა.
„ის სრულყოფილი ფეხბურთელია, რომელსაც აქვს ძლიერი მენტალობა და ხასიათი, რომელიც ასეთი გამორჩეული გუნდის ლიდერს სჭირდება.
„მალდინი-მასაას დუეტმა შესანიშნავად იმუშავა და მენიოს ტრანსფერმა როსონერის ქომაგებს ჯიჯო დონარუმას წასვლა საერთოდ დაავიწყა.“