Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ძოფი:“ მილანიდან პსჟ-ში გადასვლა კარიერული წინსვლა არ არის“

იტალიის ლეგენდარული კარის დარაჯი ჯიჯო დონარუმას პსჟ-ში ტრანსფერს გამოეხმაურა.

„საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილებას თითოეული ადამიანი თავადვე იღებს და თუ ჯიჯო თვლის, რომ პსჟ-ში უფრო მეტ ფულს გამოიმუშავებს და ამით უფრო ბედნიერი იქნება, ეს მისი არჩევანია.

„თუმცა, მას თუ ჰგონია, რომ მილანიდან პსჟ-ში გადასვლით კარიერულად წინ წავიდა, ჯიჯო ძალიან ცდება.

„მას ჰქონდა შანსი, მილანთან ერთად ჩემპიონთა ლიგაზე ეთამაშა და ოცნება აეხდინა, სამწუხაროა, რომ ჯიჯომ სხვა გზა აირჩია.“