Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ძოფი:“ შეუძლია თუ არა მილანს სკუდეტოს მოგება ?…“

იუვენტუსის ლეგენდარული კიპერის დინო ძოფის აზრით, მილანს სკუდეტოს მოგება შეუძლია.

„ჩემი აზრით, მილანს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს. მათ შემადგენლობაში არა მხოლოდ ჯიჯო და იბრაჰიმოვიჩი, არამედ სხვა ბევრი ძლიერი ფეხბურთელი ჰყავთ.

„როსონერის შემადგენლობა ძალიან დაბალანსებულია. პიოლიმ მოახერხა, რომ გუნდისთვის უდიდესი ენთუზიაზმი შეეძინა და დროთა განმავლობაში მათ სტაბილურობა იპოვნეს.“