Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ხედირა:“გამარჯვება ნარკოტიკივით არის“

სამი ხედირას სჯერა,რომ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში,იუვენტუსის შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის მოგებას მოახერხებს.

ტურინელები ბოლო რვა სკუდეტოს გამარჯვებულები გახდნენ,თუმცა ევროპულ ასპარეზზე წარმატებას ბოლო 1996 წელს მიაღწიეს.

ხედირა,რომელიც ტურინში 2015 წელს გადავიდა,ამბობს,რომ მისი მთავარი მიზანი იუვენტუსთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებაა.

„მე თითქმის ყველაფერი მოვიგე,თუმცა მოგება ნარკოტიკივითაა,ერთი წელი თუ ტიტულს არ მოიგებ შემდეგ წელს ნებისმიერი ტურნირის მოგებას შეეცდები.

„ჩემი მიზანი იუვენტუსთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებაა,რასთანაც რამდენიმე წლის წინ ახლოს ვიყავით,თუმცა მადრიდის რეალმა გვაჯობა.

„ვფიქრობ,იუვენტუსთან ერთად უახლოეს წლებში ტიტულს მოვიგებ და ეს არა მარტო ჩემი ოცნებაა,არამედ ყველა იუვენტუნოს.

ხედირამ ჩემპიონთა ლიგა მადრიდის რეალთან ერთად,2014 წელს მოიგო.

„ეს არაჩვეულებრივი განცდა იყო.მადრიდში ბევრი დაუვიწყარი მომენტი განვიცადე,ლა ლიგის ტიტულები,თასები,თუმცა ჩემპიონთა ლიგის მოგებას ვერაფერი შეედრება.

„ჩვენ უძლიერესი შემადგენლობა გვყავდა,ძლიერი ხასიათით და ამიტომ იმ დიდ გუნდს ვერასოდეს დავივიწყებ.მადრიდის რეალი ჩემს გულშია.“

ხედირას კონტრაქტი იუვენტუსთან 2021 წელს იწურება.

„კონტრაქტი იუვენტუსთან 2021 წლამდე მაკავშირებს.იტალიაში თავს კარგად ვგრძნობ და ტიტულების მოგება ჯერ კიდევ მწყურია.

„ჩემს შესაძლებლობებში დარწმუნებული ვარ და გუნდის გამოცვლის აუცილებლობას ვერ ვხედავ,ტურინში დარჩენა მინდა.“