Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ხედირამ იუვენტუსიდან წასვლა დააანონსა

სამი ხედირამ დაადასტურა, რომ იუვედან წასვლას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში აპირებს და ევერტონში გადასვლაზე მინიშნება გააკეთა.

„მე ახალი გამოწვევებისთვის მზად ვარ. ცუდი პერიოდი მაქვს და მინდა, რომ ფეხბურთის თამაშს დავუბრუნდე, კვირიდან კვირამდე 3 ქულისთვის ვიბრძოლო.

„მე ჯერ კიდევ ძალიან ბევრი ძალა და ენერგია მაქვს, ამიტომ 2021 წლის ზაფხულამდე მოცდას არ ვაპირებ და დეკემბერში ან იანვარში წასვლა მსურს.

„ევერტონი ? კარლო ანჩელოტისთან ტელეფონზე ხშირად ვსაუბრობ. მან ჩემი სიტუაცია კარგად იცის.

„ევერტონში, სადაც ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი თამაშობს, გადასვლა ძალიან საინტერესო იქნება, მე შემიძლია, რომ ჩემი გამოცდილება გავუზიარო და მათი მენტორი გავხდე.“