ხედირასთვის ტოტენჰემი და ევერტონი იბრძვიან
იტალიური მედიის ინფორმაციით, ევერტონი და ტოტენჰემი იუვენტუსის ნახევარმცველის, სამი ხედირას გაფორმებას ცდილობენ და კარლო ანჩელოტის გუნდი ჯერჯერობით ფავორიტად მოიაზრება.
გერმანელ ფეხბურთელს არც სერია ა-ში და არც ჩემპიონთა ლიგაზე სათამაშოდ არც ერთი წუთი არ მიუღია და საიდუმლო არავისთვისაა, რომ ის პირლოს გეგმებში არ შედის და გუნდს ხედირასთან კონტრაქტის გაწყვეტა და მისი ხელფასის, 6 მილიონი ევროს დაზოგვა სურს.
ერთ-ერთ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ პრემიერ ლიგაში თამაში სურდა და ტოტენჰემში ან ევერტონში დიდი სიამოვნებით ითამაშებდა და როგორც ჩანს, მისი სიტყვები საჭირო ხალხის ყურამდე მივიდა.